გაკვეთილის თემა
შემქმნელები nonaustiashvili577024941 — უკანასკნელი ცვლილება 2011-07-28 18:05
გაკვეთილის თემა | გალაკტიონ ტაბიძე, ,,შერიგება“ |
სწავლების საფეხური | საშუალო, XI კლასი |
საგანი | ქართული ენა და ლიტერატურა |
მოსწავლეთა რაოდენობა | 12 |
გაკვეთილის მნიშვნელობა | გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები კიდევ ერთხელ მიეახლონ დიდ გალაკტიონს, ჩაწვდნენ მის პოეზიას, გაიღრმავონ ცოდნა პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. გაკვეთილი ხელს შეუწყობს, აგრეთვე, მოსწავლეებს სხვადასხვა უნარ- ჩვევების დაუფლებაში, კერძოდ, გამოუმუშავებს კვლევის, წერისა და პრეზენტაციის უნარებს. |
გაკვეთილის მიზანი | ლექსის სათქმელისა და მხატვრული სტრუქტურის გააზრება. საანალიზო და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება–გაღრმავება. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსალოდნელი მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი |
წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს.
მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ: ფონოლოგიური ფიგურები, სემანტიკური ფიგურები , სინტაქსური ფიგურები; აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან; ხსნის (განმარტავს) მწერლისეულ მეტაფორას;
განსაზღვრავს ნაწარმოების თემას და იდეას;
წერს ესეს შემოქმედებითი თვითგამოხატვისათვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების გადმოსაცემად. |
წინარე ცოდნა | გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია და რამდენიმე ლექსი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ,,პროვინციალური გაზაფხული“. |
საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები | ინდივიდუალური, ჯგუფური. ტექნიკური რესურსები: 1 კომპიუტერი მასწავლებლის პრეზენტაციისათვის, პროექტორი, დისკი. მასალები: XI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (ვასაძე, შარაშენიძე), სამუშაო ფურცლები, დაფა, ცარცი, მარკერები. |
გაკვეთილის მსვლელობა–თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) | აქტივობა I – (2 წთ) მასწავლებლის შესავალი საუბარი (გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა). აქტივობა II – (გამოწვევა––2 წთ) მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვას: რატომ ეშინიათ ადამიანებს სიკვდილის? თქვენ გეშინიათ სიკვდილის? გაიხსენეთ ნაწარმოებები, რომლებშიც საუბარია სიკვდილზე. აქტივობა III – სამოდელო წერა (5 წთ) ,,რატომ თქვა ვაჟამ: ,,ღმერთმა გიშველოს სიკვდილო...“ აქტივობა IV – (შინაარსის რეალიზება) (10 წთ) ჯგუფებად მუშაობა: ჯგუფებს ვურიგებ დავალებებს: I ჯგუფი_ წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ,,შერიგება“, დასვით კითხვითი და ძახილის ნიშნები (მონიშნეთ გასაგები და გაუგებარი ნიშნები). II ჯგუფი – მონიშნეთ ენობრივი თავისებურებანი: მოძებნეთ მსაზღვრელ –საზღვრული და დააკვირდით. მოძებნეთ ნართანიანი მრავლობითი და დააკვირდით. მოძებნეთ ერთი და იმავე ფუძის საწყისი და მიმღეობა. გამოყავით ლიცენცია, იმსჯელეთ, რატომ დაუშვა პოეტმა ასე. III ჯგუფი – მოძებნეთ მხატვრული ხერხები: ეპითეტები, მეტაფორები, შედარებები. გამოყავით სიმბოლოები,საყრდენი სიტყვები და წაიკითხეთ ლექსი მხატვრულად. აქტივობა V– ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია (9 წთ) აქტივობა VI – მოსწავლე და მასწავლებელი (5 წთ) ვსვამ კითხვას: ,,როგორ გესმით, ,,ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი?“ მოსწავლეები პასუხობენ. შემდეგ მოსწავლეები სვამენ კითხვებს. პასუხობს მთელი კლასი. უახლოვდებიან ლექსის მთავარ საზრისს... აქტივობა VII – მასწავლებლის პრეზენტაცია (5 წთ) მოცარტის მუსიკის (,,რეკვიემი“) ფონზე პროექტორით მოსწავლეებს ვუჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაციას გალაკტიონის შესახებ. აქტივობა VIII (გამთლიანება – 5 წთ) მოვასმენინებ გურამ საღარაძის მიერ წაკითხულ ლექსს. დაწერეთ ,,რატომ ჰქვია ლექსს ,,შერიგება“? აქტივობა IX – საშინაო დავალება (1 წთ) ,,დაწერეთ ლექსის იდეურ – მხატვრული ანალიზი“. აქტივობა X – მოსწავლეთა შეფასება (1 წთ) ვაფასებ ჯგუფების მუშაობასა და აქტიურ მოსწავლეებს. |
შეფასება | მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით |
გაკვეთილის თემა შერიგება
Georgian

Комментариев нет:
Отправить комментарий